აქტუალური
საქართველო: ინფლაციამ იანვარში 1,3% შეადგინა, ხოლო წლიური მაჩვენებელი 2,2%-ია

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1,3 პროცენტი შეადგინა. ამასთან, გაიზარდა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი და 2,2 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,2-პროცენტიანი მატება, რაც 0,98 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15,8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5,8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4,7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1,4 პროცენტი), ასევე თევზეული (1.4 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. კერძოდ, ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (12,5 პროცენტი).

წლიურად ფასები მომატებულია თევზეულზე (12,3 პროცენტი), პურზე და პურპროდუქტებზე (10 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (6,5 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5,1 პროცენტი), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (2,1 პროცენტი), თამბაქოს ნაწარმზე (20 პროცენტი). ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-20,5 პროცენტი), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-5 პროცენტი).