უცხოეთი
სირიის საკითხზე რუსეთის, თურქეთისა და ირანის ლიდერები 14 თებერვალს სოჭში შეხვდებიან

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. სირიის საკითხზე რუსეთის, თურქეთისა და ირანის ლიდერები 14 თებერვალს სოჭში შეხვდებიან. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურის ინფორმაციით, 14 თებერვალს ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის.

3 თებერვალს ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც. თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სოჭის სამიტი სირიის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებში ვითარების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთიდან სირიაში უკვე 300 000 ადამიანი დაბრუნდა.

1tv.ge