უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ევრაზიულ კავშირთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს ერთობლივად განავითარებს

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ევრაზიულ კავშირთან და ევროკავშირთან ურთიერთობების ერთობლივ განვითარებაში წინააღმდეგობას ვერ ხედავს.

„დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ორ საერთაშორისო სტრუქტურასთან სომხეთს გამჭვირვალე ურთიერთობები აქვს.

„ჩვენ არ ვცდილობთ ორ სკამზე ჯდომას, არ გვაქვს ასეთი ამოცანა. არ ვაპირებთ, განვავითაროთ ერთ პარტნიორთან ურთიერთობები მეორე პარტნიორის დაზარალების ხარჯზე“, – აღნიშნა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ნიკოლ ფაშინიანმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ სამთავრობო ცვლილებას მნიშვნელოვანი შედეგები მოყვა და სომხეთი დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც აღმოიფხვრა სისტემური კორუფცია, არ არის ეკონომიკური მონოპოლიები და ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია.

1tv.ge