პოლიტიკა
ლევან გაჩეჩილაძე ზაფხულამდე მორიგ რევოლუციას პროგნოზირებს

gachechiladzeZZჩუღურეთის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ თუ უახლოეს მომავალში საქართველოში მდგომარეობა არ გამოსწორდება, რევოლუცია აუცილებლად მოხდება და ქართული პარტიაამ პროცესის მხარდამჭერი და ერთ-ერთი წამომწყები იქნება.

ზაფხულში ჩვენ ყველა ერთად ძალიან გემრიელ ხასიათზე წავალთ დასასვენებლად და ამას სააკაშვილისგან დასვენება ერქმევა“, –- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გაჩეჩილაძის თანაპარტიელის – ეროსი კიწმარიშვილის – განცხადებით კი, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ხელისუფლებას არჩევნების გზით სურს წასვლა თუ – რევოლუციის.

ამასთან, „ქართული პარტიის“ ლიდერებმა ოპოზიცის წარმომადგენლებს კონსოლიდირებისა და ხელისუფლების შეცვლის საკითხში თანამშრომლობისაკენ მოუწოდეს. ამ მოწოდებას გამოხმაურება უკვე მოჰყვა. „ქრისტიან–დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ მსგავსმა აბსტრაქტულმა გაერთიანებებმა საზოგადოებაში იმედგაცრუება დაამკვიდრა, ამიტომ მათ ამის სურვილი არ აქვთ.