სამართალი
„ქართული ოცნების“ ოფისის გაქურდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. ქართული ოცნების ოფისის გაქურდვის ფაქტზე 1973 წელს დაბადებული .. და 1976 წელს დაბადებული .. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2018 წლის 8 დეკემბერს თბილისშიქართული ოცნებისოფისი გაქურდეს, საიდანაც სეიფი მოიპარეს, რომელშიც 7 000 ლარამდე თანხა იყო მოთავსებული. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპარული თანხა სრულად ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177- მე-3 ნაწილისდაქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.