უცხოეთი
აშშ-ის საპასუხოდ, რუსეთი მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებას ეთიშება

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების საპასუხოდ, რუსეთი მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებას ეთიშება. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ამასთან, კრემლის ლიდერი თავდაცვის სამინისტროს წინადადებას, საშუალო მანძილის სახმელეთო რაკეტის შექმნაზე მუშაობის დაწყებას დათანხმდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ 2 თებერვალს ვაშინგტონი მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებას გამოეთიშება. დოკუმენტის დატოვების პროცესი ექვს თვეს გაგრძელდება.

შეთანხმება, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა 1987 წელს მიაღწიეს, მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების კონტროლს მოიცავს.

1tv.ge