საზოგადოება
პოლიტიკური თაფლი, ანუ პოლიტიკური მარაზმი: რუსეთს ქართული პოლიციის და სახელმწიფო უშიშროების დატკბობა უნდოდა?! - საქინფორმი

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში, ონიშჩენკოს საუკეთესო ტრადიციების მიხედვით, რომელმაც რუსეთში ქართული ღვინის აკრძალვის შემდეგ გაითქვა სახელი, უკვე შესყიდულ პარტიაზე - 70 ტონაზე მეტ თაფლზე თქვეს უარი, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების - შსს-სა და სუს-ის თანამშრომლებისთვის შეიძინეს. კონტრაქტი მოწოდებაზე რუსულ ფირმასთან გაუქმებულია, თუმცა მან პატიოსნად გაიმარჯვა ტენდერში, თუმცა საქართველოს ბაზრებსა და მაღაზიებში რუსული კვების პროდუქტების ზღვაა, თუმცა საქართველოში უარს არ ამბობენ ტურისტებზე „ოკუპანტი“ ქვეყნიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია, რომლისგანაც სამთავრობო უწყებებისათვის რუსული თაფლი უნდა შეეძინათ, ტენდერიდან მოხსნეს. უწყება ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ წარმოდგენილი ნიმუში დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს განცხადებას ნატურალური თაფლის (CON18000093) ტენდერთან დაკავშირებით. აღნიშნულ ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ.მოქმედი კანომდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს", - წერია განცხადებაში. 

ცნობილი გახდა, რომ შესყიდვების სააგენტომ, მთავრობის განკარგულებით, თაფლის შეძენაზე კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. 

2019 წელს 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კილოგრამი თაფლის შეძენა იგეგმება. 

მათგან 25 ათას კგ-ს - შსს, 14 600 კგ-ს - სასაზღვრო პოლიცია, 3000 კგ-ს - სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფოსთვის თაფლი შპს ვ.ტ-ს უნდა მიეწოდებინა, რომელიც, თავის მხრივ, პროდუქტს კომპანია „აპიდეისგან“ შეისყიდის. „აპიდეი“ თაფლს რუსეთში აწარმოებს.