საზოგადოება
Global Finance: საქართველო მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში რეგიონის ლიდერია

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. Global Finance-მა გამოაქვეყნა 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სია, რომლის მიხედვით უსაფრთხოების მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ლიდერია.

მსოფლიოს 128 ქვეყნიდან, საქართველო უსაფრთხოების კუთხით 9,68 ქულით 49- ადგილს იკავებს.რეიტინგის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის აშშ, თურქეთი, საბერძნეთი, მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა.

Global Finance-ის წლევანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო უსაფრთხოების მაჩვენებლით რეგიონის ლიდერია. ამავე რეიტინგში საქართველოს მეზობელი ქვეყნები - სომხეთი 62-, აზერბაიჯანი 71-, თურქეთი 107-, რუსეთი კი 108- ადგილზე არიან. მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნებს შორის საერთო რეიტინგში ლიდერებს შორის მოხვდნენ: ისლანდია, ავსტრია, პორტუგალია, ფინეთი და შვეიცარია.

ამერიკული გამოცემის Global Finance-ის მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი ისეთი კომპონენტების გათვალისწინებით შედგა, როგორებიცაა მოქალაქეთა დაცულობის ხარისხი, კრიმინოგენული მდგომარეობა, ადამიანის პირადი უსაფრთხოება, კონფლიქტის შესაძლებლობა და ბუნებრივი კატასტროფების რისკი.