პოლიტიკა
ზუგდიდიდან გალში გააქვთ სამშენებლო მასალები, ავეჯი, ტელევიზორები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. სურსათიდან კი, ძირითადად, იქიდან ყველი მოაქვთ. ასეთი საქონლით დატვირთულ ტრანსპორტს მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევს. აფხაზების ტერიტორიაზე დაკავების შემთხვევაში ჯარიმდება მძღოლი და ის მგზავრი, რომელსაც სათანადო საბუთები არ გააჩნია.
რაც შეეხება მგზავრთა კუთვნილ ქონებას, ის ხელშეუხებელია. როგორც ზუგდიდში განთავსებული ,,აფხაზტრანსის“ ხელმძღვანელმა იუზა ქეცბაიამ განაცხადა, „ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რუსებსა და აფხაზებს მგზავრებისთვის მათი კუთვნილი ნივთები წაერთმიათ“. გალიდან ზუგდიდში კი ამჟამად ფორთოხალი შემოდის, რომლის ჩაბარების ფასი 1 კგ–ზე 1,50 ლარია.