საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 23 პროცენტი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრობას“ არასოდეს მისცემდა ხმას, 11 პროცენტი კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 23 პროცენტი ამბობს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრობას“ ხმას არასოდეს მისცემდა.

კითხვაზე - რომელ პარტიას/ბლოკს არასოდეს მისცემდით ხმას - პასუხები შემდეგნაირია: არ ვიცი“ – 24 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 23 პროცენტი, „არ არსებობს ასეთ პარტია“ – 16 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 11 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 11 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 7 პროცენტი, „გირჩი“ – 3 პროცენტი, „სხვა“ – 6 პროცენტი.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,1 პროცენტია.