პოლიტიკა
ირაკლი ალასანიას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობა სურს

alasania_irakliამ დღეებში ზუგდიდში იმყოფებოდა ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და ზუგდიდელებს სოფლის მეურნეობის საჭირბოროტო საკითხებზე ესაუბრა, თუმცა ზუგდიდური ვოიაჟის მთავარი საკითხი არაოფიციალურად გამჟღავნდა. თურმე ირაკლი ალასანიას სურს გახდეს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, რისთვისაც ის ერთგვარ ,,სადაზვერვო“ საქმიანობას ეწევა. ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატები – ოთარ ფაცაცია, თენგიზ ჯგუშია, გოჩა ფიფია – ზუგდიდელები იყვნენ. ზუგდიდელად ითვლება ამჟამინდელი დეპუტატი ფრიდონ თოდუაც, თუმცა თოდუასნაირი ზუგდიდელი ირაკლი ალასანიაცაა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ზუგდიდში არ უცხოვრია, მისი მამა და ბაბუა ზუგდიდელები იყვნენ, მასაც სრული უფლება ეძლევა, გახდეს ზუგდიდის მაჟორიტარი. სავარაუდოდ, მოძმე ,,ნაციონალებისგანაც“ ყოველნაირი ხელშეწყობა ექნება.

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელიწადზე მეტი კია დარჩენილი, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, როგორი საარჩევნო სისტემა გვექნება. ძნელი სათქმელია, დადასტურდება თუ არა გავრცელებული ვერსია, რამდენად მოუნდება საქართველოს პრეზიდენტობის მოსურნე ირაკლი ალასანიას ზუგდიდის მაჟორიტარობა.