პოლიტიკა
თბილისისა და ბათუმის აეროპორტები, შესაძლოა, გაფართოვდეს, მაგრამ არა თბილისსა და ბათუმში, არამედ ალტერნატიულ ლოკაციებზე, რაც თურქულ კომპანიას ხელს არ აძლევს

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გაფართოებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს.

მისი განცხადებით, ამ კუთხით მსჯელობა რამდენიმე ვარიანტზე მიმდინარეობს, მათ შორის ალტერნატიული ლოკაციების შესახებ.

აჭარაში აეროპორტების განვითარება იგეგმება. ბათუმში თუ სხვა ლოკაციაზე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. არის რამდენიმე იდეა. ასევე, საუბარია თბილისზე და დედაქალაქის არეალზე. ეს იქნება კონკრეტულად თბილისის აეროპორტი თუ სხვა ლოკაცია, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ თურქეთში ბათუმის აეროპორტს თურქეთის შიდა აეროპორტად განიხილავენ, აგრეთვე საქინფორმმა გამოაქვეყნა რუკები, რომლებზეც აჭარა თურქეთის შემადგენლობაშია შეყვანილი - მის საზღვრებში მდებარეობს. საქინფორმი ასევე შეგახსენებთ, რომ 2 წლის შემდეგ მთავრდება ყარსის ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რომლის მიხედვით აჭარა საქართველოს გადმოეცემა 100 წლით რუსეთის ფედერაციის გარანტიით. გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერება გამოწვეული იყოს თურქეთის მხარის მოთხოვნით პირველ რიგში თურქული აეროპორტის გაფართოების თაობაზე (პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის და ბათუმის აეროპორტები ხანგრძლივი - არანაკლებ 50 წლით ოპერირებისთვის გადაეცა თურქულ კომპანია TAV Georgia-). ამიტომ ბათუმის აეროპორტის გაფართოება არა ბათუმში არსებულ ტერიტორიაზე, საიდანაც ხელის გაწვდენაზეა საქართველო-თურქეთის საზღვარი, საეჭვოა, ხელს აძლევდეს თურქეთს, რომელსაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თურქულ კომპანიას ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია, ვინაიდან მოგებაზეა ორიენტირებული და ახალი კაპიტალდაბანდების გაკეთებას არ მოისურვებს.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებთან დაკავშირებით სერიოზული ამოცანები გვაქვს შესასრულებელი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ კონფერენციაზე საქართველო და მსოფლიო 2019 წელს განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, 2001 წელთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 20-ჯერ არის გაზრდილი, 2018 წელს საქართველოს აეროპორტები 5 033 323 მგზავრს მოემსახურა.

თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მილიონია და მგზავრთნაკადი პრაქტიკულად ზღვარზეა. შარშან აეროპორტი 3,8 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ქუთაისში მიმდინარეობს ინვესტირება და ოთხჯერ უნდა გავზარდოთ მისი სიმძლავრე. 2019 წელს პრაქტიკულად დასრულდება აღნიშნული პროექტი და ოთხჯერ უფრო მძლავრი აეროპორტი გვექნება. ქუთაისში ძალიან დიდი ზრდა უნდა იყოს“, – განაცხადა ქობულიამ.

რაც შეეხება ბათუმს, მინისტრის თქმით, 2018 წელს ბათუმის აეროპორტი 600 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც მისი საპროექტო სიმძლავრეა.