აქტუალური
NDI: გამოკითხულთა 41 პროცენტი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 37 პროცენტი - ცუდად

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში გამოკითხულთა 41% არსებული მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 37% – ცუდად. ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

ამასთან, მთავრობის საქმიანობას ძალიან კარგად მხოლოდ 3% აფასებს, ხოლო ძალიან ცუდად – 12%.

შეფასებებში ერთპროცენტიანი სხვაობაა 2018 წლის მარტის მონაცემებთან შედარებით. 2018 წლის მარტში მთავრობის საქმიანობას კარგად 42 პროცენტი აფასებდა, ცუდად – 36, ძალიან კარგად ორი, ხოლო ძალიან ცუდად – 13 პროცენტი.

კვლევის საველე სამუშაოები კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC – საქართველო) ჩაატარა.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,1%.