პოლიტიკა
საქართველო MAP-ს ჯერ არ მიიღებს, მაგრამ ჩვენ, პრაქტიკულად, ნატოს კართან ვართ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ ჯერ ალბათ არ მივიღებთ MAP-ს, მაგრამ ჩვენგან მოთხოვნა უნდა იყოს მუდმივად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნატოს შტაბბინაში არანაკლებად და, შესაძლოა, უფრო პოზიტიურადაც კი მიიღეს, ვიდრე ევროკავშირში.

ნატოს მხრიდან იყო არანაკლებად, შეიძლება ითქვას, უფრო პოზიტიური მიღება, რადგან იქ საქართველო კიდევ უფრო ნათლად არის ის პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მზად არის გაწევრიანებისთვის სამხედრო კუთხით, ყველა იმ პარამეტრით, რაც არის მოთხოვნადი გაწევრიანებისთვის. ჩვენ პრაქტიკულად ვართ კართან, იმ კართან, რომელიც უნდა იყოს ღია. თუმცა, სიც ვიცით, ჯერჯერობით პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ დღეს ალბათ ჯერ არ მივიღებთ MAP-, მაგრამ ჩვენი მხრიდან ამის მოთხოვნა უნდა იყოს მუდმივად“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.