პოლიტიკა
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში თებერვლის ბოლოს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ზურაბ აბაშიძემ დაუდასტურა.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, კარასინთან სატელეფონო საუბარი შედგა და შეხვედრის დროდ თებერვლის ბოლო გადაწყდა.

2019 წელს ეს აბაშიძე-კარასინის პირველი შეხვედრა იქნება.