აქტუალური
საქართველოს რკინიგზა არ იყიდება, მაგრამ კერძო ოპერატორების დაშვება შესაძლებელია

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს რკინიგზის პრივატიზება არ იგეგმება, თუმცა განვიხილავთ კერძო ოპერატორების დაშვების საკითხს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

რაც შეეხება რკინიგზას, ჩვენ ვაპირებთ კერძო ოპერატორების დაშვებას. ეს არის აგრეთვე იმ რკინიგზის რესტრუქტურიზაციისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც იგეგმება. პრივატიზაციასთან დაკავშირებით გეგმები არ არის, თუმცა არის გეგმები კერძო ოპერატორების დაშვებაზე. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ კომპანიას აქვს თავისი ვაგონების პარკი, მას ექნება საშუალება, დაშვება ჰქონდეს ჩვენს რკინიგზაზე. მაგალითად, თუ კომპანიას აქვს თავისი ტვირთი, ვაგონების პარკი და ლოკომოტივი, შეეძლება, ისარგებლოს ჩვენი რკინიგზის ინფრასტრუქტურით“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

რაც შეეხება საქართველოს ფოსტას“, მისი თქმით, მიმდინარეობს პრივატიზების პროექტი.

დღესდღეობით მომზადების ფაზაში ვართ. „თიბისისინტერესს ვერ დავადასტურებ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.