უცხოეთი
საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ტვირთების საბაჟო მონიტორინგის თემაზე საქართველო-რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრა შვეიცარიაში 8-9 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ პირველ არხს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განუცხადა.
მინისტრის თქმით, სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე, შესაბამის მხარეებთან ერთად შემუშავდება შემდგომი სტრატეგია.
საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო მონიტორინგს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს. მონიტორინგი შვეიცარიულმა კომპანიამ „ეს ჯი ეს“ (SGS) უნდა განახორციელოს.
1tv.ge