სამართალი
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლების, სამედიცინო მომსახურების, ევროკავშირისა და მედიის დამოუკიდებლობის კუთხით მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლების მიხედვით ქვეყანაში მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 31% ფიქრობს, რომ საერთოდ არ იცვლება, 19% ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლების მიხედვით, სიტუაცია არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება42% ფიქრობს, რომ ამ კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 29% საერთოდ არ იცვლება, 26% მიიჩნევს, რომ სიტუაცია ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების კუთხით არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ევროკავშირში გაწევრიანება38% ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 37% მიიჩნევს, რომ საერთოდ არ იცვლება, 13%-ის აზრით კი მდგომარეობა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით არასწორი მიმართულებით ვითარდება.

მედიის დამოუკიდებლობა37% მიიჩნევს, რომ მედიის დამოუკიდებლობის კუთხით მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% ფიქრობს, რომ საერთოდ არ იცვლება, 19%-ის აზრით კი არასწორი მიმართულებით ვითარდება.

განათლება35% მიიჩნევს, რომ განვითარების კურსი სწორი მიმართულებით მიდის, 30%-ის აზრით, საერთოდ არ იცვლება, 28% ფიქრობს, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება

ადამიანის უფლებები30% ფიქრობს, რომ ამ მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 35%-ის აზრით, საერთოდ არ იცვლება, 29% მიიჩნევს, რომ სიტუაცია ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების კუთხით არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ნატოში გაწევრიანება29% მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 41%-ის აზრით, საერთოდ არ იცვლება, 15% კი ფიქრობს, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება.

სამართლიანი არჩევნები28% ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 29% – საერთოდ არ იცვლება, 35% – არასწორი მიმართულებით ვითარდება.

სასამართლო სისტემა – გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 30% ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში საერთოდ არაფერი იცვლება, 16% მიიჩნევს, რომ სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,1 პროცენტი.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.

NDI-ს კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.