სამართალი
ვაკის გამგებლის მოადგილეს და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. ვაკის გამგებლის მოადგილეს თეიმურაზ ჩოჩუას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალი ოფიციალურად წარედგინა. როგორც ადვოკატმა დავით სანაძემ სუს-ის დატოვების შემდეგ განაცხადა, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

რაც შეეხება საქმის მასალებს, ეს წუთია გადმოგვეცა. ბუნებრივია, ფაქტობრივ გარემოებებზე სხვას ვერ მოგახსენებთდანარჩენს საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ვისაუბრებთ“, – განაცხადა დავით სანაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალი ოფიციალურად წარედგინა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილსაც. 

როგორც ადვოკატმა თეონა გვაზავამ განაცხადა, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

ბრალდებული არ ეთანხმება ბრალდების შინაარსს და ცალსახად განმარტავს, რომ რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედება მისი მხრიდან არ განხორციელებულა. თანხარომელიც მითითებულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში, არ წარმოადგენს ქრთამის საგანს, რადგან ეს თანხა მან მიიღო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა მასა და ირანელ ბიზნესმენს შორის. შესაბამისადგარკვეული დროის შემდეგ წარმოიშვებოდა ვალდებულება, რომ დაებრუნებინა 250 000 ლარი“, – განაცხადა თეონა გვაზავამ.