პოლიტიკა
უკრაინა საქართველოს მეგობარი სახელმწიფო არ არის! - არნო ხიდირბეგიშვილი

 В церкви - смрад и полумрак,
Дьяки курят ладан.
Нет! И в церкви – всё не так,
Все не так, как надо
...

(ვლადიმერ ვისოცკი, „ვარიაციები ბოშურ თემებზე“)

     „ასავალ-დასავალის“ ექსკლუზიური ინტერვიუ „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორთან არნო ხიდირბეგიშვილთან

- ბატონო არნო, თქვენი ბოლო პუბლიკაციები „საქინფორმში“ და „ასავალ-დასავალში“ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ძალთა განაწილების და იქ მიმდინარე პროცესების დაწვრილებით ანალიზს შეიცავს. ამ პუბლიკაციებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოებაში და სასულიერო პირთა შორის, თუმცა ზოგიერთმა მიიჩნია, რომ ეს ანალიზი ეკლესიის საკითხებში გათვითცნობიერებული მკითხველების ვიწრო წრისათვის იყო განკუთვნილი. მიუხედავად თქვენი რწმენისა, რომ „საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს უკრაინის ახალ არაკანონიკურ სტრუქტურას - ორი სქიზმატური ორგანიზაციის შერწყმის შედეგად შექმნილ სტამბოლის საპატრიარქოს კიევის მიტროპოლიას“, მკითხველები შეშფოთებული არიან იმით, რომ ჩვენი თანამემამულეების უმრავლესობა სათანადოდ ვერ აფასებს საფრთხეს, რომელიც საქართველოს ემუქრება. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც საუკუნეების მანძილზე ქართველი ერის ხერხემალს წარმოადგენდა, დღეს, შესაძლოა, რამდენიმე უპასუხისმგებლო იერარქის წყალობით გაითიშოს და ამით თავისი ისტორიული დანიშნულება და ხალხის დარაზმვის უნარი დაკარგოს.

- უმადური მოღალატეები ამას ვერ მოესწრებიან! ილია მეორე დღეს თავისი ასაკისთვის თავს მშვენივრად გრძნობს - გერმანიაში ბოლო ოპერაცია შესანიშნავად ჩატარდა და უამრავი უკუჩვენების მქონე უცხოურმა წამლებმაც კი, რომლებითაც მას წლობით „მკურნალობდნენ“, კავკასიის მთების გაზრდილი შვილი - შიოლაშვილი ვერ მოწამლეს! ამიტომაც ყაზბეგივით თმადათოვლილი უწმინდესი და უნეტარესი არ დაუშვებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სქიზმის ჭაობში გადაეშვას, სადაც მის ჩათრევას „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“ ცდილობს! კათოლიკოს-პატრიარქთან ღიად, წმინდა სინოდის სხდომებზე და, მითუმეტეს, ერთი ერთზე დაპირისპირებას კი ლიბერალი პოლიტ-მიტროპოლიტები უწინდებურად ვერ ბედავენ - მხოლოდ საპატრიარქოს ჭიშკარს რომ გასცდებიან, მერე თუ გადმოანთხევენ თავის აღშფოთებას სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან!

- მაგრამ კიევიდან თავმომაბეზრებელი შეხსენებების ფონზე - რომ იქ საქართველოს მხრიდან ახალი „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ აღიარებას ელიან - შესაძლებელია თუ არა, წმინდა სინოდის საგაზაფხულო სხდომაზე ავტოკეფალიის შესახებ სტამბოლის ტომოსის მომხრე ლიბერალურმა ფრთამ, როგორც თქვენ უწოდებთ - პოლიტ-მიტროპოლიტებმა გადაწონონ? როგორც ამტკიცებთ, დღეს ასეთი სინოდის 47 წევრიდან უკვე ათია და ერთი ხმით უპირატესობის მოსაპოვებლად აუცილებელია კიდევ 14 - ანუ ჯამში 24 ხმა.

- ღალატთან და უმადურობასთან ერთად, ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე საძაგელი თვისება თავხედობაა! თავხედები, როგორც წესი, სულიერად ნაკლოვანი ადამიანები არიან - ათეისტები და ფარისევლები, გაუნათლებელი და გაუზრდელი, დაბალი IQ-ს და საეჭვო ბიოგრაფიის მქონენი! ასეთია ყველა, ვინც დღეს უკრაინას მართავს - პოროშენკო და მისი მინისტრები, უმაღლესი რადას დეპუტატების უმეტესობა და სხვა მაიდანელი პუტჩისტები, რომლებმაც ძალაუფლება ხელში სამხედრო გადატრიალების გზით ჩაიგდეს! მათ შორის - ანაფორიანი რასკოლნიკები, რომლებიც ყოველდღიურად აგულიანებენ ბანდერელებს ეკლესია-მონასტრების რეიდერული მიტაცებისთვის!

ამ თავხედებს არავითარი მორალური ან იურიდიული უფლება არა აქვთ, საქართველოს რაიმე შეახსენონ, მოსთხოვონ ან მისგან მხარდაჭერას მოელოდნენ! 2013 წლიდან იქ მოქმედი ხელისუფლების პირობებში უკრაინა საქართველოს მეგობარი სახელმწიფო არ არის - პრეზიდენტმა პოროშენკომ და ცრუ პატრიარქმა ფილარეტმა გულთბილად მიიღეს სააკაშვილი და ძმანი მისნი, რომლებზეც საქართველომ ძებნა გამოაცხადა! ჩაეხუტნენ მათ და უმაღლეს თანამდებობებზე დანიშნეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრ მათგანს ციხე ჰქონდა მისჯილი! ფილარეტმა დალოცა კრიმინალებად ქცეული ყოფილი ქართველი სამხედროები და ორდენებით დააჯილდოვა დონბასში დამსჯელ ოპერაციაში მონაწილეობისთვის! ახლა როგორ დავამტკიცოთ, რომ ქართველები იქ ეკლესიების და სკოლების დაბომბვაში არ მონაწილეობდნენ და „ქართულ ლეგიონზე“ მოკლული ბავშვების და ქალების სისხლი არ არის?!

ერთი მიბრძანეთ, როგორი იქნებოდა კიევის რეაქცია, თბილისში იანუკოვიჩი ან აზაროვი რომ შეეფარებინათ, რომლებსაც, სხვათაშორის, სააკაშვილისა და მისი ხელქვეითებისგან განსხვავებით, საკუთარი მოქალაქეები არ უწამებიათ - არ მოუკლავთ, ტერიტორიები რუსეთის სასარგებლოდ არ დაუკარგავთ?! თუმცა, უკრაინა მადლობას სააკაშვილის მომხრეებისგანაც კი არ იმსახურებს - გაიხსენეთ, როგორ მოექცა კიევის ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ქართველ მეომრეებს!

ყოველივე ამისთვის უკრაინის ხელისუფლებამ ბოდიშიც კი არ მოუხადა საქართველოს, რომელიც, სხვათაშორის, მას თვითმფრინავებით ექიმებს და მედიკამენტებს უგზავნიდა, აქეთ კი დაჭრილი უკრაინელი სამხედროები ჩამოჰყავდა სამკურნალოდ-სარეაბილიტაციოდ! განა მეგობრები ასე იქცევიან?!

უკრაინა მეგობარი სახელმწიფო რომ იყოს, განა მოუწოდებდა ტერიტორიადაკარგულ, დაქუცმაცებულ და ოკუპირებულ, ორივე მხრიდან რუსეთის სამხედრო ბაზების ალყაში მოქცეულ საქართველოს (რომელმაც, სხვათაშორის, უკრაინისაგან განსხვავებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ 10 წლის წინ გაწყვიტა!), უკრაინის ახალი ეკლესია ეღიარებინა და ამით თავი გაცილებით უფრო დიდ საფრთხეში ჩაეგდო, ვიდრე სადემარკაციო ხაზზე პერმანენტული ინციდენტებია?!

- მაგრამ უკრაინაც ხომ ეხმარებოდა საქართველოს, მართალია, უფასოდ არა, შეიარაღებით და პროფესიონალი სამხედროებით 2008 წლის აგვისტოს ომში? თანაც დღეს საქართველო და უკრაინა ერთ ბედქვეშ არიან - მათი ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული...

- ეკლესიის ტერიტორიას სახელმწიფოს ტერიტორიაში ნუ აურევთ! ახლა ლაპარაკია ეკლესიის ტერიტორიის აღიარებაზე და არა „დამოუკიდებელი რესპუბლიკების“ - აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიების აღიარებაზე! სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხის გადაწყვეტა კორექტულად მიანდო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს!

რაც შეეხება „ერთ ბედქვეშ ყოფნას“, საქართველოსა და უკრაინასთან ერთად რუსეთის დასახელება დაგავიწყდათ! დიახ, საქართველო, უკრაინა და რუსეთი ერთ ბედქვეშ არიან, იმიტომ, რომ ამ ომებისაგან რუსეთმა დიდი ზარალი განიცადა - ამერიკამ ძალით აჰკიდა რუსეთს საქართველოს და უკრაინის მისთვის სრულიად ზედმეტი ტერიტორიები და მათი შენახვა აიძულა! დღეს რუსეთის ბიუჯეტს კვლავ უზარმაზარი ზარალი ადგება - ის იძულებით უზრუნველყოფს არა მხოლოდ საქართველოში გახსნილ სამხედრო ბაზებს და საბრძოლო მოქმედებებს დონბასში, არამედ ზემოთ ჩამოთვლილ დოტაციურ „რესპუბლიკებსაც“!

მაგრამ ეს ზარალი არაფერია ეკონომიკური სანქციებით მიყენებულ ზარალთან შედარებით, რომლებიც აშშ-მა და ევროკავშირმა „ოკუპანტ და აგრესორ რუსეთს“ გამოუცხადეს და საბაბად უკრაინაში მათ მიერვე პროვოცირებული მოვლენები გამოიყენეს! აღარაფერს ვამბობ იმ მორალურ ზიანზე, რომელიც დასავლეთის პროპაგანდამ რუსეთის იმიჯს საერთაშორისო სარბიელზე მიაყენა!

ამგვარად, რუსეთისათვის აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების უხეშად შეჩეჩებით აშშ-მა ერთი გასროლის გარეშე მოიგო ეს სამხედრო ოპერაციები და თან არანაკლებ დამანგრეველი დარტყმები მიაყენა რუსეთის ეკონომიკას, ვიდრე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების დარტყმები იყო „ისლამურ სახელმწიფოზე“! რუსეთის ეკონომიკა დღემდე განიცდის მძიმე დანაკარგებს, რომლებმაც არაპოპულარული, მაგრამ იძულებითი საპენსიო რეფორმა გამოიწვია, მას კი შედეგად პუტინის რეიტინგის ვარდნა მოჰყვა.

- იმედგაცრუებას იწვევს, რომ კრემლში აშკარა ხრიკი ვერ იგრძნეს და ამერიკის „ანკესს წამოეგნენ“... მაგრამ როგორ სიძნელეებსაც უნდა განიცდიდეს უზარმაზარი რუსეთი, ის ყოველთვის პატარა საქართველოზე შეუდარებლად ძლიერი იქნება, ამიტომ იქნებ არ ღირს ჩრდილოელი მეზობლის უგულებელყოფა დასავლეთელი პარტნიორების იმედით?

- თავად განსაჯეთ, საქართველოს ეკლესიის მხრიდან უკრაინის ახალი „ეკლესიის“ აღიარებას, ანუ უკრაინის ერთადერთი კანონიკური (მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიის რევიზიას მოჰყვება რუსეთის ეკლესიის სარკისებური რეაქცია, რომელიც ასევე ჩაატარებს საეკლესიო საზღვრების რევიზიას და აფსუასა და ალანების „ეკლესიებს“ აღიარებს, რითაც შეუერთდება საკუთარი სახელმწიფოს პოლიტიკას - 10 წლის წინ აფსუასა და ალანების „რესპუბლიკების“ აღიარებას! ამგვარად, საქართველო საბოლოოდ დაკარგავს ტერიტორიებს, რომელთა მოსახლეობის 100% რუსეთთან ინტეგრაციის მომხრეა, სამაგიეროდ, დანარჩენ ნაწილს ნატო დაეპატრონება. იგივე მოხდება უკრაინაშიც, სადაც ნატო შევა, რის შემდეგაც დონეცკის და ლუგანსკის ოლქები რუსეთს უკვე დე იურე ერგება.

რაც შეეხება „დასავლეთელი პარტნიორების იმედად ყოფნას“, არც მათი საქმეები მიდის მაინცდამაინც კარგად. განა აშშ-ის პრეზიდენტი ახალ წელს მარტო არ იჯდა სახლში სამთავრობო კრიზისის გამო? განა დიდი ბრიტანეთი საბოლოოდ არ გაიჭედა ბრექსიტში - ვერც გადის და ვერც უკან ევროკავშირში მიიწევს?! განა საფრანგეთს ციებ-ცხელება არ შეჰყარეს „ყვითელმა ჟილეტებმა“, რაც პერმანენტული „ფერადი რევოლუციაა?!“ განა გერმანიას ლტოლვილები არ ახრჩობენ?!

- და რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოსთვის რუსეთს, რომელსაც, როგორც ახლა აღიარეთ, საკუთარი პრობლემებიც თავზე საყრელი აქვს? განა ღირს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური კურსი შეცვალოს, რის ვაივაგლახით მიღწეულ ვიზების ლიბერალიზაციას საფრთხე შეუქმნას უკრაინის ახალი ეკლესიის არაღიარებისათვის მოსკოვისაგან ეფემერული სიკეთეების სანაცვლოდ? მოდით, გულახდილად ვთქვათ, საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქცია ისედაც ხომ უკვე დიდი ხანია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე მხოლოდ ფორმალურად ვრცელდება!

- ვიზების ლიბერალიზაციას არაფერი ემუქრება, რადგან ის ხელს არავის უშლის, თუ არ ჩავთვლით საქართველოს, რომელიც ბალტიისპირეთის მსგავსად დაცარიელდა. მაგრამ თუ საქართველო კვლავ სირიის შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს ევროკავშირის ქვეყნებში ლტოლვილების რაოდენობით, რომლებმაც მოქალაქეობა ითხოვეს, და პირველ ადგილს - ევროპაში გაუვნებლებული ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიხედვით, საქართველოს ვიზების ლიბერალიზაცია, შესაძლოა, თავად ევროკავშირმა შეუჩეროს!

რაც შეეხება „მოსკოვიდან ეფემერულ სიკეთეებს“, როგორც ახლახან ბრძანეთ. რუსეთთან საქონელბრუნვას, რომელიც თითქმის ორჯერ აღემატება საქართველოს საქონელბრუნვას ყველა დანარჩენ ქვეყანასთან ერთად აღებულს, ვერაფრით ვუწოდებთ „ეფემერულ სიკეთეებს“, აღარაფერს ვამბობ მილიონ-ნახევარ რუს ტურისტზე გასული წლის განმავლობაში - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროზე.

- დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა დიდი ფუფუნებაა ისეთი სუსტი სახელმწიფოსათვის, როგორიც საქართველოა, დამეთანხმეთ, ბატონო არნო... მაგრამ ჩვენ გადავუხვიეთ მთავარ თემას, რომლითაც ინტერვიუ დავიწყეთ: გაქვთ თუ არა ინფორმაცია, როგორი რეაქცია ჰქონდათ ლიბერალ პოლიტ-მიტროპოლიტებს თქვენს მხილებებზე?

- „დასავლეთის“ ბანაკი სერიოზულად აფორიაქდა, განსაკუთრებით აწრიალდა ფოთის და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), თუმცა, ღმერთია მოწმე - უწმინდესის და უნეტარესის ხათრით, არა მხოლოდ ჩემთვის ცნობილი ფაქტების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გავაანალიზე! მაგალითად, არ დავწერე, რომ წმინდა სინოდის იმ ათი წევრის ლიდერი - ზემოთ ხსენებული მეუფე გრიგოლი - თავის სომხურ ფესვებს მალავს...

- საქართველოს ეკლესიის არქიეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ეთნიკური სომეხია?!

- თანაც რუსულენოვანი ოჯახიდან, რასაც ის გულმოდგინედ მალავს გასაგები მიზეზების გამო! გარდა ამისა, მე არ გავავრცელე ინფორმაცია იერარქების უკანონო ფინანსური ოპერაციების შესახებ, რომლებიც უზარმაზარ უძრავ ქონებას და ვალუტას ფლობენ! ან განა იქამდე დავეშვი, რომ საუნებში მათი ორგიები და მონასტრებში სისხლის სამართლის დამნაშავეების დამალვის ფაქტები აღვწერე?! ჰომოსექსუალური გართობები ნორჩ სტიქაროსანებთან? ეს საპატრიარქოს და სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა, სადაც ამის შესახებ მშვენივრად და ჩემზე უფრო მეტიც იციან! მაგრამ გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ამაზე ერთხელაც არ ალაპარაკდებიან მაღალანაზღაურებადი მეძავები და იმ ნომრების მომსახურე პერსონალი, სადაც ეს გარყვნილება ხდებოდა და, უეჭველია, კვლავაც გრძელდება! ჩემთვის მთავარი სხვა რამ არის - რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილება შეაქვთ, რადგან წმინდა სინოდის დანარჩენ წევრებს მისი წყობის შეუწყნარებელი დარღვევისაკენ - უკრაინის არაკანონიკური ორგანიზაციის ავტოკეფალურ ეკლესიად აღიარებისაკენ უბიძგებენ, ისინი ღვთის მსახურნი კი არა, ღმერთთან მებრძოლები არიან - ბოლშევიკების მსგავსი, რომლებიც ეკლესიებს ანადგურებდნენ!

აქვე აღვნიშნავ, რომ რუსეთში ბოლშევიზმი დასავლეთის აგენტებმა - ლენინმა და ტროცკიმ დანერგეს, იმიტომ რომ რუსი ადამიანი, ისევე, როგორც ქართველი, თავისი ბუნებით ღრმად ღვთისმოსავია! მაგრამ საქართველოში, როგორც რუსეთსა და უკრაინაში, ყოველთვის იყვნენ ხარბი მანქურთები, რომლებიც საკუთარი სარგებლისთვის მზად იყვნენ, ნებისმიერ გარეწარს ქვეშ გაწოლოდნენ - თურქს, ბოლშევიკს თუ ფაშისტს, რომლებსაც ჩვენი ხალხების დამონებაში ხელს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია უშლიდა!

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
2019 წლის 28 იანვარი
საქართველო, თბილისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინელ რასკოლნიკებს არ აღიარებს - საქინფორმი

თურქული ყულფი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კისერზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ათი წევრი პატრიარქის ტახტის მიტაცებას ან უკრაინის მაგალითით ქართული არაკანონიკური ეკლესიის შექმნას შეეცდება!