უცხოეთი
ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის პრეზიდენტად იყრის კენჭს

 საქართველო, 28 ინვარი, საქინფორმი. უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ნადეჟდა სავჩენკოს პარტია მიიღებს. ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტიკოსმა პოლონურ გამოცემა Krytyka Polityczna-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"საპარლამენტო არჩევნებში ჩემი პოლიტიკური ძალა ჩაერთვება. ეს იქნება პოლიტიკური პარტია - ნადეჟდა სავჩენკოს სოციალური პლატფორმა",- განაცხადა მან.

სავჩენკო მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის მონაწილეობა ქვეყანას "არაჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟში დაეხმარება, რომელიც 25 წლის წინ შეიქმნა“.

„უნდა აღდგეს სახელმწიფო არქიტექტურა და ხალხს კომფორტული არსებობის შანსი უნდა მიეცეს",- დაამატა დეპუტატმა.

სავჩენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად იბრძოლოს.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტს იგეგმება.

imedinews.ge