უცხოეთი
კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

 საქართველო, 28 ინვარი, საქინფორმი. უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს სასამართლომ დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კიევის რაიონულმა სასამართლოს კოლეგიამ ის სახელმწიფო ღალატსა და აგრესიული ომის ხელშეწყობაში ცნო დამნაშავედ.

დაცვის მხარეს განაჩენის გასაჩივრებისთვის 30-დღიანი ვადა აქვს.

მოსამართლის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ აღიარებს, სასამართლომ მოუსმინა მოწმეებს, გამოიკვლია ექსპერტების მტკიცებულებები, დოკუმენტები და მატერიალური მტკიცებულებები, შეაფასა ორივე მხარის არგუმენტები და დაადგინა, რომ ბრალდებული დამნაშავეა.

ვიქტორ იანუკოვიჩი 2014 წლის შემდეგ უკრაინაში არ იმყოფება. კიევის სასამართლომ სახელმწიფო ღალატის საქმის განხილვა 2017 წელს დაიწყო.

პროკურატურა ვიქტორ იანუკოვიჩისთვის თავისუფლების აღკვეთას 15 წლის ვადით ითხოვდა.

1tv.g