რელიგია
ეს ყოველმა ქართველმა უნდა წაიკითხოს! უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და სამღვდელოება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ერსა და ბერს მიმართავენ!

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი.

კიევის მთავარანგელოზ მიქაელის მონასტრის ბერის სქიარქიმანდრიტ იობის (გრიშჩენკო) მიმართვა საქართველოს მოძმე მართლმადიდებელ ეკლესიას, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული შვილების სახელით

ქრისტესმიერი სიყვარულით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მამანო და ძმანო!

თქვენ მიმართ ვწერთ ჩვენ, მართლმადიდებელი უკრაინელები, ბერები, კლირიკოსები და უბრალო მრევლი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თქვენი ერთმორწმუნე ძმები ქრისტეში!

ბევრი ჩვენგანი ხშირად ჩადის საქართველოში, ზოგი კი ცხოვრობს აქ, ვეზიარებით და ვაბარებთ აღსარებას თქვენს ეკლესიაში. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს წმინდა ადგილებს, ვლოცულობთ თქვენთან ერთად, აღფრთოვანებული ვართ თქვენი სტუმართმოყვარეობით, კულტურით, ქვეყნის სილამაზითა და ხალხის სიკეთით.

უკრაინას და საქართველოს ბევრი რამ აკავშირებს - რწმენა, ისტორია, ნათესაობრივი და კულტურული კავშირები, ურთიერთპატივისცემა და ორი ერის ურთიერთსიყვარული.

დღეს უკრაინას რთული პერიოდი აქვს.ამის შესახებ საქართველოში იციან და განიცდიან,ყველანაირად გვერდით გვიდგანან, ჩვენ ვგრძნობთ ამ დახმარებას და ვართ მადლიერი ამ დახმარების გამო. გვაქვს დიდი თხოვნა, როგორც ქრისტესმიერი ძმებისა და თანამოზიარეების, ერთი ბარძიმიდან, მიმართ - არ მიგვატოვოთ!

მალე ქართულმამართლმადიდებლურმა ეკლესიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მიიღოს თუ არა ის ტომოსი, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ მისცა „მიტროპოლიტ ეპიფანეს“ და უკრაინის ხელისუფლებას ამა წლის 6 იანვარს.ქართული ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია ამ ტომოსის შესახებ და გაახმოვანოს იგი.

საქართველოში ბევრს უყვარს უკრაინა და მისი ეკლესია და თვლიან, რომ ის არის ავტოკეფალიის ღირსი. ამიტომ ჩვენ ვიცით, რომ ბევრი თქვენგანი მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინის ავტოკეფალიას. მაგრამ მოგვისმინეთ ჩვენ - თქვენს მართლმადიდებელ ძმებს: თქვენ გატყუებენ. ჩვენ გვაიძულებენ მივიღოთ ის, რაც ჩვენ არ მოგვითხოვია - განხეთქილების და მონობის ტროას ცხენი, რომელსაც ჰქვია ცრუ ავტოკეფალია.

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში 97 ეპისკოპოსი და 12 000-ზე მეტი მღვდელია.მათ აქვთ სხვადასხვა მოსაზრება ავტოკეფალიაზე. ზოგს უნდა მისი მიღება, მაგრამ არა როგორც პოლიტიკური პროექტისა, რომლის მთავარი მიზანი ვიღაცის პოლიტიკური კამპანიაა. პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან - ეკლესია კი მარადიულია.

სხვებს კი სჯერათ უკრაინის მართლმადიდებლობის ისეთი ავტორიტეტების, როგორც წმ. ლავრენტი ჩერნიგოველი, ბერი ზოსიმა(სოკური) და სხვები არიან, რომლებიც მოუწოდებდნენ უკრაინელ მართლმადიდებლებს არ მიეღოთ არანაირი ავტოკეფალია, არც კანონიერი, არც უკანონო. მაგრამ მათაც კი, ვისაც სურს ავტოკეფალია და დამოუკიდებელი ეკლესია, არ უნდათ, რომ ეკლესია მოხვდეს კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში, რომ კონსტანტინოპოლმა წაართვას უკრაინას ეკლესიები და მონასტრები უკრაინულ მიწაზე. ზუსტად ამიტომ ერთნიც და მეორენიც თანხმდებიან: კანონიკური უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ახლანდელი სტატუსი გვაძლევს ჩვენ სრულ უფლებებს და თავისუფლებას. ამის ნაცვლად, ცდილობენ ჩვენს ეკლესიას „დაამადლონ“ ის „ავტოკეფალია“, რომელიც არ მოგვითხოვია, და დაუქვემდებარონ სტამბულს და სქიზმატებს.

ჩვენ ყველას გვსურს განხეთქილების განკურნება, მაგრამ ვერ ვხვდებით, როგორ შეიძლება ეს სქიზმატების სინანულის გარეშე? როგორ შეიძლება, რომ თვითმარქვია ხალხი და მსახურებაშეჩერებული ეპისკოპოსები და მღვდლები, არა მარტო სინანულის გარეშე იქნან მიღებული ეკლესიაში, არამედ დადგნენ მის სათავეში, და წნეხის ქვეშ იყოლიონ ისინი, ვინც დარჩა თავისი მღვდლობის ფიცისა და წმინდა კანონების ერთგული. ზუსტად ეს ხდება ახლა, მოციქულთა კანონების და მსოფლიო საეკლესიო კრებების უგულებელსაყოფად, ეს უკანასკნელი ხომ ამბობს:

“სამღვდელო კლირის წევრი, რომელიც კლირიდან განკვეთილ პირთან ერთად ილოცებს, თვითონაც განიკვეთოს“. (წმინდა მოციქულთა მე-11 კანონი)ასევე მოწიქულთა 10,12,28,32,45,46,48,65: 1მსოფ.5: 3 მსოფ2,4: ანტიოქ:2,4: კართაგენის 9,10: ლაოდიკიის 6,9,32,33,34,37)

ყურადღებით წაიკითხეთ ტომოსი, თურქი ბერძნების მიერ გაცემული-მასში ახალი ეკლესია დასახელებულია როგორც ავტოკეფალური, სინამდვილეში კი ემორჩილება ფანარს, წართმეულია მრავალი უფლება და თავისუფლება, რომლებითაც ახლა სარგებლობს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია. უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს ავტონომია რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ის არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი თავის ქმედებაში, თვითმმართველობაში, ქონებრივ და ფინანსთა საკითხში, აქვს თავისი სასამართლო და არ მოეთხოვება მორჩილება მოსკოვის პატრიარქისა, სულიერი კავშირისა და ლიტურგიკული ლოცვის გარდა. რას გვთავაზობენ სამაგიეროდ? ფარულ მორჩილებას კონსტანტინოპოლისადმი, რაც ჩვენი დამოუკიდებლობის დაკარგვაა. გარდა ამისა, როგორც დაპყრობილი ქვეყანა უხდის ხარკს თავის დამპყრობელს, ჩვენმა ეკლესიამაც უნდა გადასცეს ოცდაათზე მეტი თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდე - ეკლესიები და მონასტრები - პატრიარქ ბართლომეოს ეგზარქოსის დაქვემდებარებაში მის სტავროპიგიად. ეს ტაძრები ჩამოერთმევა უკრაინელ მართლმადიდებლებს და გადაეცემა უცხოელებს სამართავად. გინახავთ სადმე მსგავსი? დღეს უკრაინაში მხოლოდ ერთი მონასტერი ემორჩილება მოსკოვის პატრიარქს.

ეგრეთწოდებულ „გამაერთიანებელ კრებაზე“, რომელიც შედგა 15 დეკემბერს, მონაწილეობა მიიღო ჩვენი ეკლესიის ორმა ეპისკოპოსმა.ეს ჩვენი ეპისკოპატის 3%-ზე ნაკლებია. 15 დეკემბრის შემდეგ ეგრეთწოდებულ ახალ ეკლესიას შეუერთდა ორი ათეული მღვდელმსახური, რაც შეადგენს ჩვენი სამღვდელოების 0,2%-ს. ამ კრებაზე არ მომხდარა ეკლესიების გაერთიანება. გაერთიანდა განხეთქილებაში მყოფი ორი ორგანიზაცია. მოხდა არა გაერთიანება, არამედ სახელის შეცვლა არაკანონიკური კიევის საპატრიარქოსი, რომელიც ადრე ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ, მათ შორის ქართულმა და კონსტანტინოპოლმა, აღიარა სქიზმად.

კონსტანტინოპოლმა განაცხადა თავისი პირველობა, თავისი უზენაესი ხელისუფლება ადგილობრივ ეკლესიებზე, მისცა სქიზმატებს ტომოსი, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია, რადგანაც გვახსოვს პავლე მოციქულის სიტყვები:“ მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოზმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.(გალ.1:8),

ახლა „კიევის საპატრიარქოს“ და „УАПЦ „წარმომადგენლები საქართველოში ყვებიან, რომ მათ აქვთ კანონიკური ხელდასხმა სხვადასხვა ეკლესიების ნამდვილი იერარქებიდან, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ ეს ორგანიზაციები თავის საწყისს იღებენ იმ დროიდან, როცა 1919 წელს, კიევში, მრევლთა და მღვდელთა ჯგუფმა „ხელი დაასხა“ ეპისკოპოსად ყოფილ მღვდელს - ლიპკოვსკის, ეპისკოპოსის ხელის ნაცვლად თავზე დაადეს წმინდა ნაწილები, რითიც უარყვეს მართლმადიდებლური დოგმატი ეკლესიასა და მოციქულთა მემკვიდრეობაზე, რაც ბევრმა ჩათვალა ერესად.

ამ რიტუალის მომენტიდან დროდადრო ამ კრებას უერთებოდნენ ხელდასხმული მღვდლები და ეპისკოპოსები, მაგალითად 1992 წელს ყოფილი კიევის მიტროპოლიტი ფილარეტი (დენისენკო), რომელიც წასვლამდე თვითონ ამბობდა ავტოკეფალიაზე შემდეგს: „ავტოკეფალისტებთან არ ხდება ცოდვების მიტევება, რადგანაც ერისკაცს ამის კეთება არ შეუძლია, არამედ მხოლოდ მღვდელს ან ეპისკოპოსს. ზიარების საიდუმლოც არ არის ნამდვილი, ეს არ არის ქრისტეს სისხლი და ხორცი, არამედ უბრალო ღვინო და პური. ამიტომ არავინ არ უნდა ცდუნდეს ამ ავტოკეფალიით, ეს ეკლესია შეიქმნა არა ადამიანების სულების გადასარჩენად, არამედ იმისთვის, რომ იბრძოლოს, იყოს პოლიტიკური ინსტრუმენტი...(კიევის და გალიცის მიტროპოლიტი ფილარეტი(დენისენკო), ფლოროვის მონასტერში ქადაგებიდან, 1990 წლის 4 ნოემბერი)

ჩვენ გვახსოვს წმ.ბასილი დიდის პირველი კანონი: „ასევე თუ გამოიყოფა ვინმე, დატოვებს კათოლიკე ეკლესიას და მოაწყობს თვითნებურ შეკრებას - ეს არის თვითნებური თავყრილობა, კიდე შესაკრებლობა. ეკლესიაში მყოფთაგან განსხვავებული აზრის ქონება სინანულის შესახებ არის განხეთქილება... რადგან განდგომის დასაწყისი წარმოიშვება განხეთქილებისაგან. განუდგებიან რა ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავისთავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლისა ღკვეთასთან ერთად. პირველგანდგომილთ მამებისაგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი. ხოლო თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლიცემისა და არც ხელთდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებისთვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს“(ასევე ამაზე მიუთითებს 1მსოფ.8,19: 2მსოფ 1,7: ლაოდ.7,8: კართ6,57,126:

შეგვიძლია ჩამოთვლა ავტოკეფალისტთა მიერ დარღვეული წმინდა მოციქულთა ბევრი კანონისა, რომლებიც უგულვებელყვეს არამარტო ეკლესიიდან განდგომილებმა, არამედ სინანულის გარეშე საეკლესიო ერთობაში მათმა მიმღებმა - სქიზმატების მეურვე პატრიარქმა ბართლომეოსმა. აქ ირღვევა არა მარტო დადგენილებაეკლესიის საზღვრების შესახებ, არამედ სხვა ეპისკოპოსის მიერ არის დადებული ანათემის მოხსნის წესი და კიდევ მრავალი სხვა.

ამასთან, საეკლესიო მდგომარეობა უკრაინაში აყენებს ბევრ აქტუალურ საკითხს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.მაგალითად:

1) სექტემბრის დასაწყისში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მღვდელმთავართა სინაქსისზე პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ „მართლმადიდებლობისთვის კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არის საფუარი, რომელიც აფუებს მთელი ეკლესიის და ისტორიის ცომს....მართლმადიდებლური ეკლესიის საწყისი არის მსოფლიო საპატრიარქო, მასში არის სიცოცხლე, და ეს სიცოცხლე არის ეკლესიების ნათელი. ...მართლმადიდებლობა ვერ იარსებებს მსოფლიო საპატრიარქოს გარეშე....თუ მსოფლიო საპატრიარქო დატოვებს მართლმადიდებლობის სცენას, ადგილობრივი ეკლესიები იქნება, „როგორც ცხვრები მწყემსის გარეშე“.

ჩვენთვის ეკლესიის თავი, საფუარი, რომლის გარეშე არ არსებობს ეკლესია, არის უფალი იესო ქრისტე, და არა კონსტანტინოპოლის პატრიარქი, თავის დროზე ანტიოქიის ეკლესიიდან მიღებული ავტოკეფალიით. მზად ხართ ქრისტეში მოყვარული ძმები, ქართველები, აღიაროთ თქვენი ეკლესიის დამოკიდებულება კონსტანტინოპოლზე? კონსტანტინოპოლის ტომოსში პირდაპირ ნათქვამია: „უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია საკუთარ თავად აღიარებს წმინდა სამოციქულო საპატრიარქო საყდარს ისე, როგორც სხვა პატრიარქები და წინამძღოლები“... საქართველოს პატრიარქი ოდესმე აღიარებდა თავის მეთაურად კონსტანტინოპოლის პატრიარქს?

2) იმავე ტომოსში ნათქვამია: „ყველა მღვდელმთავარს და სამღვდელოებას აქვს უფლება მსოფლიო პატრიარქისადმი სააპელაციო მიმართვისა, და მხოლოდ მას აქვს კანონიკური პასუხისმგებლობა მიიღოს უაპელაციო სასამართლო გადაწყვეტილება ეპისკოპოსების და სასულიერო დასის სხვა ადგილობრივი ეკლესიების შესახებ.“ მზად არის ქართული ეკლესია აღიაროს ეს უფლება კონსტანტინოპოლზე? ამით მისცეს მას უფლება საქართველოს ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევისა, უხელმძღვანელოს საქართველოს ეკლესიის სასამართლოს, აღადგინოს მისგან განკვეთილი ან თავად განკვეთოს ეპისკოპატი? ამას არ ითხოვენ აფხაზი სქიზმატებიც, როცა აპელირებენ კონსტანტინპოლით?

3) ეს ტომოსი, როგორც პატრიარქი ბართლომეოსის ინიციატივა, რომელიც გახმოვანდა კრეტის კრებაზე (ქართულმა ეკლესიამ უარი თქვა 2016 წელს კრებაზე მონაწილეობაზე), ამტკიცებს კონსტანტინოპოლის პატრიარქის მონოპოლიას ადგილობრივი ეკლესიების დიასპორაზე. ახალი ტომოსის მიხედვით, ახალშექმნილ „უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას“ არ აქვს უფლება თავის დიასპორულ სამრევლოებზე და უნდა გადასცეს ისინი კონსტანტინოპოლს. მსგავსი პრეტენზიები სხვადასხვა დროს კონსტანტინოპოლს ჰქონდა ელადის, სერბეთის, იერუსალიმის, ალექსანდრიის ეკლესიებთან. მზად არის ქართული ეკლესია აღიაროს კონსტანტინოპოლის ეს პრეტენზიები და შემდგომ მისცეს მას უფლება მართოს ქართული სამრევლოები უცხოეთში?

4) ტომოსი არ აძლევს უფლებას უკრაინის ეკლესიას დაამზადოს წმინდა მირონი და ამის უფლებას უტოვებს მხოლოდ კონსტანტინოპოლს. მზად არის ქართული ეკლესია აღიაროს კონსტანტინოპოლის ეს მონოპოლია და უარი თქვას წმინდა მირონის ხარშვაზე, რათა იყიდოს ის კონსტანტინოპოლისგან?

5) პატრიარქმა ბართლომეოსმა განაცხადა: „ჩვენს სლავ ძმებს არ უყვართ მსოფლიო საპატრიარქო და ჩვენი ერის პირველობა მართლმადიდებლობაში“. როგორ შევადაროთ ეს ეთნოფილეტიზმი პავლე მოციქულის სიტყვებთან:

სადაც არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში.(კოლ 3:11) მზად არიან ქართველი მართლმადიდებლები აღიარონ ბერძენთა პირველობა მართლმადიდებლობაში?

თავისი ისტორიის განმავლობაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მრავალჯერ ჩავარდნილა ერესში, რის გამო არაერთხელ იყო მხილებული სხვა ეკლესიების მიერ, და ამჯერადაც ჩანს რისკი იმავეს გამეორებისა, რომის ეპისკოპოსის მსგავსად, ეკლესიაში პირველობაზე პრეტენზიისა.

ის, ვინც მოუწოდებს ქართულ ეკლესიას აღიაროს უკრაინის ავტოკეფალიის ტომოსი, აპელირებენ საქართველოს ეკლესიის ისტორიით, რუსულმა ეკლესიამ ხომ არ აღიარა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ამ მსგავსებით ცდილობენ შეცდომის გამოწვევას. ქართული ეკლესია იყო ავტოკეფალური მე-11 საუკუნიდან და ის მხოლოდ დროებით დაკარგა. მისი აღდგენა იყო გამოცხადებული ქართული ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებით, რომელსაც ჰქონდა კანონიკური ხელდასხმა არა თვითმარქვია კრებულით. რუსულმა ეკლესიამ აღიარა ეს აღდგენა 1943 წელს, 26 წლის შემდეგ, მაგრამ არასოდეს ჰქონია ეჭვი ქართული ეპისკოპატის უწყვეტ ხელდასხმაზე.

კონსტანტინოპოლმა კი აღიარა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მხოლოდ 1990 წელს. როგორც აჩვენებს ფანარის მცდელობა გააუქმოს თავისი 1688 წლის ტომოსი (კიევის მიტროპოლიის მოსკოვისთვის გადაცემაზე) ნებისმიერ დროს ეს აღიარება შეიძლება გაუქმდეს.

ახლა ფანარს აქვს პრეტენზია 38 ეკლესია-მონასტერზე უკრაინაში (ამას დაარქვეს სტავროპიგია). 2003/2004 წლებში ფანარმა მიაღწია ელადის ეკლესიისგან ახალბერძნული სამრევლოების გადმოცემას, მიუხედავად თავად ელადის ეკლესიის პოზიციისა. ვინ იცის, რომ თურქეთის ტერიტორიაზე სამრევლოების თითქმის არმქონე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ დაადგამს თვალს სხვა ადგილობრივი ეკლესიების სამრევლოებს.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო და საერო დასი უკვე რამდენი წელია არის ზეწოლისა და ცილისწამების ქვეშ, ცალკე ხელისუფლებისგან, ცალკე რადიკალებისგან-უკრაინულიმხედრიონისგან“. ჩვენს ეკლესიებს არბევენ, წვავენ, შეურაცხყოფენ. ჩვენს ეკლესიას, მის სასულიერო დასს და მრევლს, ცილისწამებით ადანაშაულებენმტერზე მუშაობაში“, როგორც ამას აკეთებდნენ თავის დროზე ბოლშევიკები საშინელი დევნის დროს. ბოლო წლებში გაძლიერდა ცილისწამების ნაკადი. მასმედია ავრცელებსფეიკსდა სიცრუეს, რომლებსაც არა აქვს არანაირი საფუძველი. მღვდლებს იბარებენ უშიშროებაში დაკითხვაზე. როგორც ადრე, საბჭოურ კგბ-ში, უშიშროებაში, ატარებენ ჩხრეკას ეპისკოპოსებთან, სცემენ მრევლს, ქალებს და მოხუცებს. ახლა გვემუქრებიან, რომ წაგვართმევენ წმინდა მონასტრებს: პოჩაევო და კიევო-პეჩორის ლავრებსა და სხვა სიწმინდეებს. ჩვენ გვართმევენ ტაძრებს, რომლებიც აშენდა და აღდგა კომუნისტური დევნის შემდეგ ჩვენი მრევლის ფულით. ხელისუფლებას ნაციონალისტებთან ერთად ავტობუსებით ჩამოჰყავთ უცხო ხალხი, საერთოდ უცხო ჩვენი ეკლესიისთვის და ისინი იპყრობენ ჩვენს ტაძრებს და აძალებენ ხალხს სქიზმატებთან გადასვლას. მღვდლებს, რომლებიც მსახურობენ არაერთი ათწლეული, აგდებენ ქუჩაში და ამას უწოდებენთემის ახალ ეკლესიაში გადასვლას“.

სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპი არჩარევისა საეკლესიო საქმეებში უხეშად დარღვეულია. მიუხედავად წნეხისა და მუქარისა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიიდან „მართლმადიდებლურ ეკლესიაში უკრაინაში“ გადავიდა მხოლოდ ორი ეპისკოპოსი და რამდენიმე ათეული მღვდელი.

ძვირფასო მამანო და ძმანო, ჩვენ ვითხოვთ თქვენს ლოცვას. ჩვენთან, ჩვენს საყვარელ უკრაინაში, როგორც ასი წლის წინ, მოვიდა დრო, რათა გავიხსენოთ სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას დაგაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ. (მათე;5-11:12)

ჩვენ გვწამს და გვჯერა ღვთის აღთქმისა «ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას» (მათე 16:18)

ჩვენ გთხოვთ დევნის ჟამს მხარი დაუჭიროთ თქვენს ერთმორწმუნე ძმებს და ერთად განვუცხადოთ მთელ მსოფლიოს! ჩვენთან არს ღმერთი!! არს და იყოს!!