აქტუალური
საქართველოს მთავრობამ მუსლიმანურ თემს 800 000 დოლარზე მეტი გამოუყო

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქვეყანაში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციებისთვის საერთო ჯამში 4,5 მილიონი ლარი (1,6 მილიონ დოლარზე მეტი) გამოიყო.

ინფორმაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა.

3,5 მილიონი ლარი (1,3 მილიონ დოლარზე მეტი) რელიგიურ გაერთიანებებს შორის უკვე განაწილდა.

ყველაზე დიდი თანხა - 2,2 მილიონი ლარი (828,2 ათასი დოლარი) მუსლიმანური თემისთვის გამოიყო.

სომხური ქრისტინული თემის, რომაულ-კათოლიკური და ებრაული თემებისთვის გამოყოფილმა თანხებმა, შესაბამისად, 600 000 ლარი (225,8 ათასი დოლარი), 400 000 ლარი (150,5 ათასი დოლარი) და 300 000 ლარი (112,9 ათასი დოლარი) შეადგინა.

დარჩენილი 1 მილიონი ლარი (376,4 ათასი დოლარი) წლის ბოლომდე განაწილდება.

აღსანიშნავია, რომ მუსლიმანები საქართველოს მოსახლეობის 10,74%-ს შეადგენენ.