აქტუალური
საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს და მხარს უჭერს ვენესუელის მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლაში! - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს და მხარს უჭერს ვენესუელის მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე Twitter-ის გვერდზე წერს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ვენესუელ ასამბლეა გარდამავალ მთავრობას შექმნის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მოემზადება და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს. საქართველო მხარს უჭერს ვენესუელის მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში“, – წერს მამუკა ბახტაძე.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის დროებით პრეზიდენტად აღიარების შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გააკეთა. მან ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა. მოგვიანებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო უწყებამაც.