სამართალი
კორუმპირებული გიგი უგულავა ნათელი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი! - კახი კალაძე

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. კორუმპირებული გიგი უგულავა არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„2013 წელს გიგი უგულავამ გამოსცა სპეციალური აქტი, უვადო სპეცნებართვა და ვაკის პარკში კომპანიას მიეცა უფლება, ააშენოს 30-მეტრიანი შენობა-ნაგებობა. ეს დაახლოებით 8-9 სართულია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. არსებობდა ადამიანების ჯგუფი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ამ მშენებლობას. მინდა, მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო. იყო დავები სასამართლოშიც. სამწუხაროდ, ყველა სარჩელი წაგებულია, ანუ სპეცნებართვა ძალაშია დატოვებული, რაც ძალიან მძიმეა. რამდენიმე დღის წინ კი ყოფილი მერი გამოდის მიამიტი სახით, მინაბული თვალებით და ბოდიშს უხდის საზოგადოებას ძირითადად ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო, რაც ჩაიდინა ქალაქის წინაშე, რა შეცდომებიც დაუშვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გიგი უგულავას მიერ გაცემული ნებართვა არის ძალიან დიდი დანაშაული თბილისისა და თბილისელების წინაშე.

დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი ნებართვა გაიცა, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან მძიმე იქნება. მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. უკვე ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა, რომელიც არის უგულავას მერობის დროინდელი. პირდაპირ ვიტყვიჩემთვის ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, ნათელი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი“, – განაცხადა კახი კალაძემ.