უცხოეთი
დავოსში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. დავოსში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრეს. ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ილჰამ ალიევთან არაოფიციალური შეხვედრა 1.5 საათს გაგრძელდა (ვიდეო იხ. აქ).

ორი ქვეყნის ლიდერებმა კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების პროცესის არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

ყარაბაღის კონფლიქტი იყო განხილვის მთავარი თემა 16 იანვარს პარიზში, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. შეხვედრის შემდეგ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ბაქო და ერევანი მზად არიან ისეთს ღონისძიებების ჩასატარებლად, რომელიც ორივე ქვეყნის მოსახლეობის მშვიდობისთვის მომზადებას ითვალისწინებს.

1tv.ge