უცხოეთი
კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც აშშ-ს ნატო-დან გასვლას უკრძალავს

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც აშშ-ს ნატო-დან გასვლას უკრძალავს. შესაბამისი კანონი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. მას მხარი ორივე პარტიის წევრებმა დაუჭირეს. საბოლოო ჯამში, კანონს 357 კონგრესმენი დაეთანხმა, წინააღმდეგ წავიდა 22.

როგორც კენჭისყრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დემოკრატმა კანონმდებლებმა განაცხადეს, ისინი შეშფოთებულები არიან დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის წევრთა განცხადებებით, რომელშიც ისინი სათანადოდ არ აფასებენ ნატო-ს წვლილს.

კანონის მიხედვით, კონგრესმენები მხარდაჭერას უცხადებენ ალიანსს და აცხადებენ, რომ აშშ-ის ნატო-დან გამოყვანაზე თანხას არ გამოყოფენ.

New York Times-ის ცნობით, 2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე მრჩეველს უთხრა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან ქვეყნის გაყვანა სურს.

ტრამპმა არაერთხელ საჯაროდაც გააკრიტიკა ნატო-ს მოკავშირეები იმის გამო, რომ თავდაცვის სფეროზე სათანადო თანხას არ ხარჯავენ.

წარმომადგენელთა პალატიდან კანონს სენატში გადაგზავნიან, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები წარმოადგენენ. კენჭისყრა მომავალ კვირაში გაიმართება.

1tv.ge