პოლიტიკა
საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 5 მილიარდ 434 მილიონ დოლარს შეადგენს.
ფინანსთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017 წლის ბოლოსთან შედარებით, ვალის მოცულობა 256 მილიონი დოლარით გაიზარდა.
ამასთან, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ცვლილების გამო, ერთ წელიწადში სახელმწიფო ვალი 1 მილიარდი 124 მილიონი ლარით გაიზარდა.
ყველაზე დიდი მოცულობის დავალიანება საქართველოს მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე აქვს – 3 მილიარდ 838 მილიონი აშშ დოლარი.
ორმხრივი კრედიტორების წინაშე ვალი 926 მილიონ დოლარს შეადგენს. 500 მილიონია ევროობლიგაციების ვალი.
საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალის მოცულობა 2018 წლის ბოლოსთვის 166 მილიონ დოლარს შეადგენდა.