პოლიციელები სამარშრუტო ტაქსების მძღოლებზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობენ
მსგავსი ფაქტი დღეს თემქაზე, №135 სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერებაზე, დაფიქსირდა. მძღოლების ინფორმაციით, პოლიცია მათ აფრთხილებს, გაფიცვაში მონაწილეობა აღარ მიიღონ და იმ მძღოლთა მონაცემებს ინიშნავს, რომლებიც, გაფრთხილების მიუხედავად, გაფიცვაში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.
როგორც „ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, „პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, მძღოლები დაატეროროს, თუმცა, მიუხედავად ამისა, საგაფიცვო კომიტეტს დღითიდღე მეტი მძღოლი უერთდება და უახლოეს დღეებში კოორდინირებული გაფიცვა მოეწყობა“.