პუბლიკაციები
საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. ორშაბათს შემდგარ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარის მიმართ 2,6618 შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან 5 სავალუტო აუქციონი გამართა, რომლებზეც 70 მლნ დოლარი იყიდა.
ეროვნული ბანკის მიერ სამშაბათს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი არის 2,6613 GEL/$1.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების საშუალებით ხორციელდება.