საზოგადოება
გვმართებს სამართლებრივი და იკონომიის პრინციპებით ხელმძღვანელობა, რათა განხეთქილების სულმა არ იხაროს ჩვენ შორის - მეუფე იოანე

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. რუსთაველი მიტროპოლიტი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს თავის Facebook-გვერდზე ეხმაურება და, კერძოდ, წერს:

ნუ დაგვავიწყდება, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივი სივრცე ჩამოყალიბდა IV-VIII საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი და მსოფლიო კრებების მიერ. ამ კრებების დადგენილებებში მკაფიოდ არის განსაზღვრული განხეთქილებაში მყოფი და ეკლესიიდან განკვეთილი დაჯგუფებების მიმართ დამოკიდებულება და მათი ეკლესიის წიაღში დაბრუნების ნორმები. ეს კანონები ეფუძნება წმიდა სახარებას და ქრისტესმიერ მოციქულთა სწავლა-მოძღვრებას. ამიტომ გვმართებს სამართლებრივი და იკონომიის პრინციპებით ხელმძღვანელობა, რათა განხეთქილების სულმა არ იხაროს ჩვენ შორის”, - წერს მეუფე იოანე.