საზოგადოება
პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

klimiashvili_ramazპოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის ცხედარი თბილისში, მცხეთის ქუჩა № 8-ში, მისმა მეგობარმა მარინა ტერენტიევამ აღმოაჩინა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები და „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები. ამჟამად კლიმიაშვილის ცხედარი ექსპერტიზისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.

რამაზ კლიმიაშვილი 69 წლის იყო. წინასწარი ინფორმაციით, პოლიტოლოგი გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა, მაგრამ პოლიცია ეჭვობს, რომ ის შესაძლოა, არაბუნებრივი მიზეზით იყოს გარდაცვლილი.

კლიმიაშვილი, როგორც პოლიტოლოგი, ხშირად აძლევდა ხელისუფლების მოქმედებებს უარყოფით შეფასებას. რამდენიმე ხნის წინათ მან ხელისუფლების შესაცვლელად საქართველოში ჯანყის იდეასაც დაუჭირა მხარი.

ბინა, რომელშიც პოლიტოლოგი გარდაცვლილი აღმოაჩინეს, კლიმიაშვილის საკუთრება არ იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მას აღნიშნული ბინა ნაქირავები ჰქონდა.