საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. მეუფე სპირიდონი ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას უპირისპირდება და მისი მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. ქადაგებაში მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ ეკლესიაში შფოთის შემოტანა ცალკეული ჯგუფების ინტერესებშია, რასაც, მისი თქმით, სწორედ პეტრე ცაავა ახმოვანებს.
“80-იან წლებში თვითმფრინავის ბიჭები რომ დახვრიტეს, თემურ ჩიხლაძე იყო (მათ შორის) ძალიან კარგი სასულიერო პირი. პატრიარქს აყვედრიან, არ გამოესარჩლაო იმათო და პარალელს ავლებენ გიორგი მამალაძესთან, აი ნახეთ, არ გამოესარჩლაო. შე უბედურო, შენ მაშინ, ბოდიში და, მოკლე შარვლით დარბოდი, ტრუსიკით დარბოდი ქუჩაში, ბავშვი იყავი, რა იცი, მაშინ რა ხდებოდა. შენ იცი გადმოცემით, რაც მაშინ ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ შეთხზა და დღეს ნეობოლშევიკები თავში გტენიან. აი ეს იცი შენ, მეტი არაფერი!“, - განაცხადა სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა ქადაგებაში.