საზოგადოება
საქართველოში ინგლისურენოვან მასწავლებელთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა

axali_maswavleblebiსაქართველოში ინგლისურენოვან მასწავლებელთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. ახლად ჩამოსული პედაგოგები ტრადიციულ ტრენინგს გაივლიან და თბილისისა და შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან.

პროექტი „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაა, რომლის ფარგლებში პედაგოგთა ჩამოსვლისა და საჯარო სკოლების მოხალისე მასწავლებლებით შევსების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან საქართველოში ჩამოსულ ინგლისურენოვან მასწავლებელთა ეს უკვე მეოთხე ჯგუფია.

საზოგადოებაში პროექტს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც „ქართული პარტიის“ წარმომადგენელმა კახა მიქაიამ საზოგადოებას თვალწინ ზუგდიდის №4 სკოლის ინგლისურენოვანი თომას ფლეთჩერის ფოტოები აუფრიალა, რომელიც, მისი მტკიცებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ იყო განთავსებული და სექსუალური ურთიერთობების ერთგვარ იმიტაციას ასახავდა. ყოველივე ამის შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საკითხის გამწვავებასა და სტუმარმასპინძლობის დავიწყებაში ჟურნალისტები დაადანაშაულა.