სამართალი
„ყაზტრანსგაზის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი გულგრილობის მუხლით წარედგინათ

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ყაზტრანსგაზის დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი გულგრილობის მუხლით წარედგინათ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ბრალდებულების ადვოკატის თამარ ჯაფარიძის განცხადებით, დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

მისი თქმით, გამოძიებას ისინი არ დაუკითხავს და ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რაც გულგრილობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.