პოლიტიკა
ხელისუფლება რუსეთთან დიალოგში პატრიარქის მოწოდებას უერთდება

manjgaladze2საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან ნებისმიერ თემაზე დიალოგის დაწყებისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებს, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებისადმი მოწოდებას, რომელიც დიალოგის დაწყებას უკავშირდებოდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზდენტის პოზიცია როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ თემაზე რუსეთის ფედერაციასთან სრულმაშტაბიანი დიალოგი გავმართოთ. პატრიარქის განცხადება სრულად ეხმაურება იმ სულისკვეთებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.