აქტუალური
ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარზე მოთხოვნა გაიზარდა და, შესაბამისად, ლარის კურსის გამყარება 10 დღეა, დაიწყო. ექსპერტების თქმითვე, ეს პროცესი ინფლაციას შეანელებს და თუ კონკრეტულ ბიზნესსეგმენტში სხვა გარემოებებმა არ იმოქმედა, ფასებმა არ უნდა აიწიოს.
ბიზნესმენთა ნაწილიც აცხადებს, რომ საერთაშორისო ბირჟებზე მომატებული ფასების ფონზე, ლარის კურსის გამყარებით მეტ-ნაკლებად სტაბილური ფასების შენარჩუნების საშუალება მიეცემათ.