აქტუალური
მივესალმებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული - არჩილ თალაკვაძე

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. მივესალმებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის - უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული და რომელიც უკრაინელი ხალხის ინტერესებს მოემსახურება, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შეკითხვას, რატომ არ ულოცავს საქართველოს ხელისუფლება უკრაინას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიღებას.

რაც შეეხება ეკლესიის საკითხს, ამასთან დაკავშირებით ეკლესიას კომუნიკაცია ექნება ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას აქვს კავშირი ხელისუფლებასთან“, - აღნიშნა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

interpressnews.ge