პუბლიკაციები
ტომოსი: უკრაინაში საქართველოს რეაქციას ელოდებიან (რადიო თავისუფლება)

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. უკრაინაში მოელიან, რომ საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი პირველი აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას და უკრაინელი ხალხი საქართველოს ხელისუფლების მილოცვასაც მოისმენს. ამ ეტაპზე უკრაინაში ეჭვებსა და კითხვის ნიშნებს არ აჩენს ოფიციალური თბილისისა და საქართველოს საპატრიარქოს დუმილი, რომლისთვისაც მათ საქართველოში ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდათ. თუმცა ზოგიერთები უფრო სწრაფ რეაქციებსაც ისურვებდნენ. უკრაინაში დიდი სიხარულით ხვდებიან თითოეულ მისალოც სიტყვას, რომელიც ავტოკეფალიას უკავშირდება. რადიო თავისუფლება უკრაინელ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს დაუკავშირდა.

რუსეთის შანტაჟი და საქართველოს დუმილი

უკრაინის რადის დეპუტატი ვიქტორ ელენსკი იმედოვნებს, რომ რუსეთის ხისტი, უპრეცედენტო წნეხის“ მიუხედავად, მართლმადიდებელი ეკლესიები აღიარებენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას და ამას აუცილებლად გააკეთებს საქართველოც.

ჩვენ ჯერ არ ვიცით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, მაგრამ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვიქტორ ელინსკიმ.

მისი განმარტებით, რუსეთის ხელისუფლება და ეკლესია ყველაფერს აკეთებენ ავტოკეფალიის აღიარების პროცესის შესაჩერებლად და ამისათვის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ:

რადგანაც ტომოსის ხელმოწერიდან და ტექსტის გამოქვეყნებიდან დიდი დრო არ არის გასული, უკრაინაში ჯერ არავინ ითვლის მათ, ვინც არ აღიარა ავტოკეფალია და არ მიულოცა უკრაინელ ხალხს. როგორც უკრაინელმა ჟურნალისტებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, - „ეს პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს და ამას ყველა აცნობიერებს“. თუმცა, მით უმეტეს, მედიას არ გამოჰპარვია, ის ფაქტი, რომ მოწინავე მიმლოცველთა შორის იყვნენ შეერთებული შტატები და კანადა.

ვიდრე მილოცვის საკითხს გადაწყვეტს, საქართველოს ხელისუფლება, ოფიციალური პოზიციით, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას ელოდება. თუმცა ასეთი დუმილი არც ზოგიერთ სასულიერო პირს მოსწონს.

არმილოცვა არაშორსმჭვრეტელურ, საზიანო გადაწყვეტილებად შეაფასა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, წმინდა სინოდის წევრმა, მეუფე გრიგოლმა თავის საკვირაო ქადაგებაში.

იმედია, საქართველო დიდხანს არ გვალოდინებს...

„ტომოსს ჩვენ 1917 წლიდან ველოდებით და, საყოველთაო აღიარებამდე, თვეები და თუნდაც წლები ჩვენთვის დიდი პრობლემა არ არის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლიუდმილა ფილიპოვიჩმა - უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიისა და რელიგიის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელმა. მას სჯერა, რომ საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი პირველი აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

ჩვენ უკვე დაახლოებით ვიცით, რომელი მართლმადიდებელი ეკლესიები აღიარებენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას სწრაფად და რომლები იფიქრებენ წლების განმავლობაში და გვალოდინებენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს“, - გვეუბნება ლიუდმილა ფილიპოვიჩი.

უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის პრორექტორს, საბჭოთა დროის დისიდენტს, მიროსლავ მარინოვიჩს დამაიმედებლად ეჩვენება საქართველოს ეკლესიის სინოდის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი ტომოსის გაცნობის შემდეგ გადაწყდება.

ეს გადაწყვეტილება ჩემთვისიმედის სარკმელსწარმოადგენს... ცხადია, ვისურვებდი, რომ ჩვენს მეგობრებს თბილისში ესმოდეთ ეს სიტუაცია... ყველამ, ვინც საბჭოთა კავშირი გამოიარა, კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი... ამიტომ სასურველი იქნებოდა, უფრო სწრაფი რეაქციები... მაგრამ მაქვს იმედი, რომ სინოდი მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მიროსლავ მარინოვიჩი.

radiotavisupleba.ge