საზოგადოება
საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური (უნიატური) ეკლესიის მღვდელმა ორესტ ვილჩინსკიმ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ლგბტ-საზოგადოების ინტერესების ლობირებაში ამხილა. თავისი სიტყვების დასადასტურებლად ღვთისმსახურმა განაცხადა, რომ „პოროშენკო ცდილობს, უმაღლესმა რადამ სტამბოლის კონვენცია დაამტკიცოს. ამ დოკუმენტს მისი ხელმომწერი ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობებში ეგრეთ წოდებული გენდერული იდეოლოგია შეაქვს, რომელიც სექსუალური ორიენტაციის არჩევანის თავისუფლებას გულისხმობს“.
უფრო მეტიც, ვილჩინსკის თქმით, „პოროშენკო პირველი უკრაინელი ლიდერია, რომლის მმართველობის დროს კიევში გეი აღლუმი ჩატარდა. მისთვის ხმის მიცემით თქვენ ავტომატურად ხდებით უკრაინაში ეშმაკისეული იდეოლოგიის გავრცელების თანამონაწილე!“, - დაასკვნა მღვდელმა.