საზოგადოება
ჰიბრიდული სიმინდის თესლი ქართველ გლეხებს გააღარიბებს

hibriduli_simindiდღეიდან იმ მოქალაქეებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამაში არიან დარეგისტრირებული, ჰიბრიდული ტიპის სიმინდის სათესლე მასალები დაურიგდებათ.

მოქალაქეებს სათესლე მასალების მიღება სარეგისტრაციო პუნქტებში შეეძლებათ. ამ დროისათვის პროგრამაში დარეგისტრირებულთა უმრავლესობა ლაგოდეხის რაიონიდანაა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სათესლე მასალა უხვი და სტაბილური მოსავლიანობით გამოირჩევა. სათესლე ჯიშების გაცემა თვის ბოლოს დასრულდება.

 

ჰიბრიდული თესლის მავნებლობაზე საუბრობენ „მწვანეთა მოძრაობაში“. მათი განცხადებით, თესლის შეძენა გლეხს ყოველ წელს მოუწევს. „აფრიკაში მსგავსი პროექტის განხორციელებამ გლეხების გაღარიბება გამოიწვია, რომელთა უმეტესობამ სათესლე მასალის ყოველწლიურად შეძენა ვერ შეძლო და გამორიცხული არაა, ქართველი გლეხებიც ამ საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ“, – აცხადებენ მოძრაობაში.