პოლიტიკა
საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა (ვიდეო იხ. აქ).
შეხვედრაზე პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სამომავლო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტმა და პრემიერმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე აქტუალური საკითხებისა და სამომავლო საერთაშორისო ვიზიტების შესახებ.