აქტუალური
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის პრიორიტეტულ საკითხებს ასახელებს

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ პირველი საერთაშორისო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკავშირთან ურთიერთობებში პრიორიტეტულ მიმართულებებს ასახელებს.

ჩემი პრიორიტეტი იქნება ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება. ვიმუშავებ, რომ გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირის წევრობის გზაზე. შეგვიძლია მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავიზო სტატუსთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე მექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან ბრიუსელშიპირველი საერთაშორისო ვიზიტის დროს“, – წერს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს 21-23 იანვარს ეწვევა, – ამის შესახებ პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ვიზიტის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.