უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი 23 იანვარს რუსეთში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი 23 იანვარს რუსეთს ეწვევა და ქვეყნის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის ლიდერის თქმით, ის რუს კოლეგას პირისპირ შეხვდება.

მოგვიანებით ასევე იგეგმება თურქეთ-ირანისა და რუსეთის სამმხრივი სამიტი, რომელშიც მონაწილეობას ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანიც მიიღებს. თუმცა, სამი ლიდერის შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

1tv.ge