სამართალი
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს. ამ თანამდებობაზე მათიკაშვილი კომიტეტის სხდომაზე აირჩიეს.

დავით მათიკაშვილს კომიტეტის 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მათიკაშვილის კანდიდატურის წინააღმდეგ ერთი დეპუტატი - ბიძინა გეგიძე წავიდა.

სხდომას არ დასწრებია კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია.

დავით მათიკაშვილი ამ დრომდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიამ გასული წლის ბოლოს დატოვა. პირველი მოადგილის პოსტი დატოვა ვანო ზარდიაშვილმაც.

საქართველოს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს საგაზაფხულო სესიაზე აირჩევს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილება.

ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ისაუბრა, რომ ჩემი კანდიდატურის განხილვაც ხდება. ამ საკითხზე ჩემი კომენტარი ეს არის. დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს გუნდის გადასაწყვეტია. გუნდმა უნდა იმსჯელოს და ეს გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, გუნდთან და გუნდის წევრებთან დაკავშირებით მედიასთან მსჯელობას არ აპირებს.

ჩვენ ხალხმა მათი ინტერესების გასატარებლად დაგვიქირავა. შესაბამისად, მე არ ვუყურებ საკითხს, თითქოს აქ ბრძოლა მიდის. ჩვენ გუნდი ვართ, რომელიც საზოგადოებას ვემსახურებით. ეს არის საკითხები, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია გუნდის შიგნით ვიმსჯელოთ. ეს ის საკითხი არ არის, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ. არასდროს მომხრე არ ვარ, გუნდთან და გუნდის წევრებთან დაკავშირებულ საკითხებზე მედიასთან ვიმსჯელო. ეს გუნდურობის საკითხს ეწინააღმდეგება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.