აქტუალური
საგარეო ვაჭრობა 17 პროცენტით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - საქსტატი

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. წინა წლის მაჩვენებელზე ეს 17 პროცენტით მეტია.

შარშან ექსპორტმა 3,4 მილიარდი დოლარი შეადგინა (წინა წელზე 22,9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 9,1 მილიარდი დოლარი (14,9 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წელს 5,76 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46,1 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ექსპორტის, იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები შარშან რეკორდული იყო.