უცხოეთი
პარიზში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. პარიზში 16 იანვარს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელმარ მამედიაროვისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ზოგრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების – საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შუამავლობით გაიმართება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესს განიხილავენ.

1tv.ge