უცხოეთი
სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერის პოსტზე ფაშინიანის კანდიდატურა პრეზიდენტს პოლიტიკურმა გაერთიანებამ, „ჩემი ნაბიჯი“ წარუდგინა, რომელმაც დეკემბერში არჩევნებში გაიმარჯვა და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

სომხეთში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. სხდომაზე მთავრობის სტრუქტურის ცვლილების კანონპროექტს განიხილავენ. მმართველი გუნდი მინისტრების რაოდენობის 17-დან 12-მდე შემცირებას გეგმავს.

1tv.ge