სამართალი
ე.წ. ღორის გრიპის გამო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრები დაიკეტა

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეჟიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოსთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტონ, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და სასაზღვრო სამსახურების მიერ საოკუპაციო ხაზებზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე საკარანტინო ღონისძიებები ტარდება.

სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გუშინ გამართა. ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 11 იანვრის 20:00 საათიდან დროებით შეწყდება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პუნქტების მუშაობა“, - განაცხადეს ე.წ. უწყებაში.

როგორც მარიონეტული რეჟიმები აცხადებენ, ოკუპირებულ რეგიონებში H1N1 ვირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა.